ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
1782108621
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტი რამდენიმე საათში ბიუროზე დარეგისტრირდება და დღესვე პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე გავა.
ახალი წესით, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. 40-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება კი - 300 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება. უცვლელი რჩება მკაცრი სანქცია 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბებისთვის. რეფორმა კვირის ბოლომდე დამტკიცდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ცვლილებებზე მუშაობისას საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინეს.
"ადმინისტრაციული ჯარიმები გახდება უფრო პროპორციული. პირველ რიგში, მოხდა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება. დაახლოებით ერთი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელი, მაგრამ სტატისტიკა სამწუხაროდ არ გაუმჯობესდა.
მეორეს მხრივ, ეს გაზრდილი ჯარიმები ფინანსურად აწვებოდა საზოგადოებას. მოხდა ამის გათვალისწინება, სტატისტიკის შესწავლა და შესაბამისად, მოხდა შერბილება", - განმარტა აკაკი ალადაშვილმა.