იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.
კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე მსჯელობისას, ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა მოკვლევებზე, რომელიც შეეხებოდა: ფარმაცევტული ბაზრის საქმეს, ავტოიმპორტიორთა საქმეს, ბათუმში თევზით ვაჭრობის საქმეს, ონლაინ ვაჭრობის კუთხით „თიბისი ბანკის“ და შპს „თინეთის“ საქმეს.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ფარმაცევტული ბაზრის საქმეზე მოკვლევის ფარგლებში, 4 კომპანიას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუდგინდა, რაც გამოიხატებოდა მედიკამენტებზე (ჯამში 7 მედიკამენტი) არასამართლიანად მაღალი ფასების დაწესებით. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები დასანქცირდნენ და ჯარიმამ, ჯამურად, 559 357.01 ლარი შეადგინა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბაზრების შეფასება და მონიტორინგი.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ბაზრები, რომლებსაც მუდმივად ვაკვირდებით და ვაფასებთ. ერთ-ერთი ასეთი ბაზარი არის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის ბაზარი. ჩვენს ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ამ ბაზარზე არსებული ვითარება, კერძოდ, როგორია ბაზრის მოცულობა, ბაზრის დინამიკა, წამყვანი კომპანიების წილები და არის თუ არა დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დომინანტურ მდგომარეობა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვადასტურებთ, რომ მთლიანობაში ქსელების წილი მზარდია. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წელს აქტიურად იმუშავა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ და დასკვნებიც მიიღო ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ კომისიის მუშაობაში ჩვენი უწყებაც იყო ჩართული და შესაბამისი ანგარიშები იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.
ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ ბაზარზე უფრო სამართლიანი ფასების ფორმირების მხრივ შემუშავებულ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ღონისძიებებზე.
ანგარიშის გაცნობის შემდეგ, მომხსენებელმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.
იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
ვრცელდება გიორგი ბარამიძის დაკავების კადრები
1789136459