მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის
1784105500
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რა მიზნები ამოძრავებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გული სწყდებათ, რომ საქართველოში უფრო მძიმე ვითარება არ არის, ვიდრე უკრაინაშია.
რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
„ნიკა გვარამია აღიარებს, რომ გული სწყდება, საქართველოს ეკონომიკა და გენო ფონდი არ არის განადგურებული. ხედავთ, დღეს უკრაინა როგორ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, არც ამ ომის ბოლო ჩანს. ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან ან ზარალდებიან, უკრაინის ეკონომიკა ნადგურდება. რა თქმა უნდა, ტრილიონების და მილიარდების შორეული პერსპექტივა არსებობს და დღეს უფრო ილუზიას ჰგავს, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანის სიცოცხლის და ქვეყნის განადგურების ფასად მთელი დედამიწის ქონება არ ღირს. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ასე ვუდგებით და ასე გვწამს, მაგრამ ამ ადამიანებს გული სწყდებათ, რომ საქართველოში უფრო მძიმე ვითარება არ არის, ვიდრე დღეს უკრაინაშია. საზოგადოება ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები, რა უნდათ და რა მიზნები ამოძრავებთ“, – განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.