აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭო

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.

კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტებს მოიცავს, განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა.

ასევე განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

სხდომის დაწყებისას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დავით გაბაიძემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ქალბატონებს, დედის დღე - 3 მარტი მიულოცეს.