7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერმა თავის მოქალაქეებზე იძალადა - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერმა თავის მოქალაქეებზე იძალადა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

„კარგად გვახსოვს როგორ იძალადეს ადამიანებზე, როგორ იძალადეს თავისუფალ სიტყვასა და თავისუფალ მედიაზე. ქართველმა ხალხმა მივიღეთ უმძიმესი გამოცდილება, რომელსაც 7 ნოემბერი ჰქვია, რომ არასდროს უნდა განმეორდეს ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ზუსტად ამიტომ უთხრა მათ 26 ოქტომბერს უარი ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.