„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ 20 ივნისის შემდეგ 6 წელი გავიდა და დღემდე არ უსაუბრიათ ღიად და გულწრფელად, ვინ გასცა ბრძანება.
"6 წელი გავიდა 20 ივნისის შემდეგ და ეს უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. სამწუხაროდ, არავის, მათ შორის იმ პირებს, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ, დღემდე არ უსაუბრიათ ღიად და გულწრფელად ვინ გასცა ბრძანება, რა ტიპის დანაშაულებრივი შეცდომები იქნა დაშვებული,“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
20 ივნისთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა "სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.
"რა თქმა უნდა, ხალხთან ლაპარაკი შეიძლებოდა, დიალოგი შეიძლებოდა. ჩვენ ამისთვის ვიყავით განწყობილი. ზემდგომი პირების, მათ შორის უმრავლესობის ლიდერების გადაწყვეტილებით, როგორც ვიცით, გადაწყდა, რომ თვალები დაეთხარათ დათვის ტყვიებით ხალხისთვის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.