1779737742
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა - ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების მოწვეულ სტუმრებს შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.











