2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის შემაჯამებელი განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება

 პარლამენტი

2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის შემაჯამებელი განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-ის ნაცვლად, 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტში შემოსულობის ზრდა 256.7 მლნ ლარით. ბიუჯეტში შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც.

იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ბიუჯეტში ცვლილება მთავრობის სწორი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.