2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება  და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, 2003 წლის შემდეგ 18%-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში  20%-ით, ეკონომიკებს შორის თუ არის დიდი სხვაობა, საზღვრებიც თუ არის გახსნილი, არის ბუნებრივი ტენდენცია მიგრაციის - პრემიერი

კობახიძე

2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება  და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტატისტიკა აჩვენებს, თუ რატომ არის ეკონომიკა პლუს გახსნილი საზღვრები განმსაზღვრელი ფაქტორი.

„მინდა, მოვიყვანო სტატისტიკური მაჩვენებელი, რაც ემიგრაციას უკავშირდება, რატომ არის ეკონომიკა განმსაზღვრელი ფაქტორი, ეკონომიკა პლუს გახსნილი საზღვრები. როდესაც ლიეტუვის და ლატვიის მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საზღვრები, ეს მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, 2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება  და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით. ამას აჩვენებს, რომ ეკონომიკებს შორის თუ არის დიდი სხვაობა, საზღვრებიც თუ არის გახსნილი,  არის ბუნებრივი ტენდენცია მიგრაციის და ამის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანაც. არის ჯერ კიდევ ეკონომიკებს შორის სხვაობა, საზღვრები გაიხსნა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან“, -  განაცხადა პრემიერმა.