გადაიღეს უცნაური ფენომენი, რომელიც მიწაზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა
1752495848
17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება რეალობას არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება.
თავდასხმა როცა ასეთი ორგანიზებული, ორკესტრირებული და საფუძველს მოკლებულია, რეაქცია უნდა გქონდეს. მათი განცხადება არაფერ რეალობას არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება დიდი ხანია, გრძელდება. არანაირ არგუმენტს არ ისმენენ, არადა, ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი არგუმენტი წარმოვადგინეთ. ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება საკმარისი უნდა ყოფილიყო, ასევე დამკვირვებლების, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულიყო. სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უსამართლო დამოკიდებულებას აგრძელებენ. ახალი სანქციები გასაკვირი არ იქნება, რადგან პირველი შემთხვევა არ იქნება. ისინი მართლმსაჯულების საკითხებშიც უხეშად ერევიან, რაც დაუშვებელია. ისეთ მოსამართლეებზე ჰქონდათ საუბარი, რომელთა გადაწყვეტილებებიც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა იმ გაგებით, რომ თქვა, მართლმსაჯულება სრულყოფილი იყოო. ასეთ ვითარებაში, ვინმემ ბოდიში მოიხადა, რომ ეს მოსამართლეები ტყუილად დაასანქცირეს? – რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იქნება, თუ უსამართლო დამოკიდებულება ხვალ ისევ გაგრძელდება. ხომ დაინახეს, რომ არაფრის გვეშინია. განა იმიტომ, რომ სანქციები სასიამოვნოა და ვინმეს რაიმეს მატებს, უბრალოდ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ჩვენი დასანქცირება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა“.