ზელენსკი: პუტინის მიზანი მთელი უკრაინის ოკუპაციაა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „თავისი ომის მანქანა ისე აამუშავა, რომ ახლა მისი შეჩერება უკვე აღარ შეუძლია“.

„პუტინის მიზანი მთელი უკრაინის ოკუპაციაა. რასაც არ უნდა ეუბნებოდეს ვინმეს, გასაგებია: მან თავისი ომის მანქანა ისე აამუშავა, რომ უბრალოდ ვერ შეძლებს მის შეჩერებას, თუ არ ვაიძულებთ, რომ მან შეცვალოს თავისი მიზნები, მისი პირადი მიზნები ფუნდამენტურად შეიცვალოს“, - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.