შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ამერიკელების ეშინია, რადგან უკრაინაში კიტ კელოგის ჩამოსვლის შემდეგ მძიმე დაბომბვები შეწყდა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინაში ჩამოვიდა გენერალი კელოგი და ორი ღამე ზედიზედ მასირებული დაბომბვები არ იყო. ეს ძალიან საინტერესო მაგალითია. არ იყო ძლიერი შეტევები ამ და წინა ღამეს. ადამიანებმა კი ხუმრობა დაიწყეს, რომ კელოგს უკრაინული პასპორტი უნდა მივცეთ და აქ დავტოვოთო, ხოლო ამერიკელებს საშუალება მივცეთ უფრო ხშირად ჩამოვიდნენ აქ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „პუტინი ბომბავს სამოქალაქო მოსახლეობას, მაგრამ, როდესაც ამერიკელები აქ არიან, ამას არ აკეთებს“.
„ის დაშინებას ცდილობს, შანტაჟს, დაძაბულობას ქმნის, მაგრამ სრულ ესკალაციაზე არ მიდის. ეს ერთ რამეს ნიშნავს: პუტინს ამერიკის ეშინია. მე მუდამ ამას ვამბობდი და ასევე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს. ასეა თუ ისე, პუტინს ამერიკის ეშინია და ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს განსხვავებული მიდგომები აქვთ უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ამ ომის დასრულების შანსს აძლევს. მინდა, მჯეროდეს, რომ თუ პუტინი დასკვნებს არ გამოიტანს, ტრამპი გამოიყენებს ძლიერ სანქციებს, რომელთა გვერდის ავლაც შეუძლებელია და მოგვაწვდის რეალურ თავდაცვით ფარს, რომელიც დაიცავს როგორც უკრაინას, ასევე ევროპას. ეს არის განსხვავება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა ვერ შეძლო ამ ომის დასრულება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს ეს შეუძლია.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ დაინახა, რომ ვლადიმერ პუტინი მას ატყუებს.
„პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს, რომ პუტინი ატყუებს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თვითონ დაინახა – არ მოისმინა ვინმესგან, არამედ საკუთარი თვალით იხილა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ „პუტინი ერთს ამბობს და შემდეგ კი ბომბავს, რომ მას არ სურს ომის დასრულება“.
„მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის დახმარების გაგრძელების შესახებ. არსებობს გაგება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ ეს ომი არ წააგოს. პუტინი კი კარგავს თავისი ჯარისკაცების დიდ რაოდენობას, აგზავნის მათ სიკვდილისკენ“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან თქვა, რომ მიღწეულია გარღვევა შეერთებულ შტატებთან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმებებში.
„აშშ-სა და უკრაინაში ანალიტიკოსები, ფინანსისტები, ასევე ინფორმაციის გაცვლის მიზნით მომუშავე დაზვერვის სამსახურები ხვდებიან, რომ ამერიკის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი პუტინის შემოსავლებს დააზარალებს, შესაბამისად, გაზრდის მშვიდობის პოტენციალს უკრაინის, აშშ-სა და ევროპის მხრიდან, რადგან პუტინი ვეღარ შეძლებს ომისთვის უზარმაზარი თანხების მიღებას ენერგეტიკიდან, ნავთობიდან, გაზიდან და სხვა რესურსებიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.