უკრაინული მედია: რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ ოლქში წინ წაიწიეს

ომი უკრაინაში

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამ ოლქში წინ წაიწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანალიტიკოსების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქში სოფელ კონდრატოვკაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა წინსვლა განიცადა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ვოლჩანსკსა და დონეცკის ოლქში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.