უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული

რუსეთი

 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.

„ნავთობის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მტრის ეკონომიკას, ასევე მის შესაძლებლობას, განახორციელოს აგრესია და მოამარაგოს საკუთარი სამხედრო დანაყოფები. ჩვენი ღრმა დარტყმები ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

✕