1760126513
უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.
„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, - წერს თანამებრძოლი სოციალურ ქსელში.
ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.












