ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსეთის ძალები ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებზე მასშტაბურ კომბინირებულ თავდასხმას დრონებით და რაკეტებით ახორციელებენ. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში.
ხარკოვში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და გაზსადენი; მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია, არიან დაშავებულები.
საცხოვრებელი კორპუსია განადგურებული კრივი როგში, მედიკოსები დაჭრილების დახმარებას ცდილობენ.
ზაპოროჟიეში, იერიშების შედეგად, დაზიანებულია კერძო სახლი, მრავალსართულიანი კორპუსი და სავაჭრო ცენტრები.
ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი, ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, წყაროზე დაყრდნობით, პირველად "აქსიოსის" ჟურნალისტმა გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რაც შეძლება სწრაფად, ერთ თვეში სურს ომის დასრულება.
მედიასთან უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ყველა რთული და სენსიტიური საკითხის გადაჭრა და, საბოლოოდ, ომის დასრულება" მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრაზეა შესაძლებელი. კრემლის პრესსპიკერი კი ამბობს, რომ "პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება იქამდე, ვიდრე კიევი მოლაპარაკებებში ამჟამინდელ პოზიციას ინარჩუნებს".