სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1752585273
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს შენობაზე იერიში მიიტანეს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ასევე, დაზიანდა 11 საცხოვრებელი კორპუსი და 10-ზე მეტი კერძო სახლი. დაშავდა 14 წლის გოგო, რომელმაც თავშესაფრის საძებნელად გაქცევისას დაზიანებები მინის ნამსხვრევებისგან მიიღო.
„დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქში, შოსტკაზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ერთ-ერთი სამიზნე სამედიცინო დაწესებულება იყო, სადაც ხანძარი გაჩნდა,“ - წერს უკრაინული მედია.