1779434747
რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია - უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 124 დრონი გამოიყენეს.
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 115 დრონი გაანეიტრალეს.
დარტყმა დაფიქსირდა 5 ლოკაციაზე.
„დილის 8:00 საათის მონაცემებით, თავდასხმა კვლავ გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.












