რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვსა და ქალაქ ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა

დრონი

რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვსა და ქალაქ ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები ადგილობრივ გუბერნატორებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა დაახლოებით დილის 04:00 საათზე  უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საგანგებო სამსახური სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

აფეთქებების გამო მუშაობა შეაჩერა სარატოვის აეროპორტმა. ასევე, არ ფუნქციონირებს ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ექვს რეგიონში 60 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სავარაუდოდ, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს სამხედრო აეროდრომზე, რომელიც ქალაქ ენგელსთან ახლოს მდებარეობს. ასევე, ნიჟნეკამსკში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.