თვითმხილველების ინფორმაციით, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი
1752508375
რუსეთის მიერ უკრაინაში იერიშის შედეგად ბოლო 24 საათში, სულ მცირე, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა სუმის ოლქში, ხოლო ათი დაშავდა.
ამასთან, რუსეთმა დონეცკში თავდასხმა განახორციელა საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციული შენობებზე, რასაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ხერსონში, ექვსი დაშავდა, დნეპროპეტროვსკზე იერიშის შედეგად კი სამი მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.
საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვის საცხოვრებელ ტერიტორიაზეც, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამასთან, ერთი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში.