ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში შეტევას ვლადიმერ პუტინის მიერ დაპირებული ბუფერული ზონის შესაქმნელად.
„მათ შორის, რა თქმა უნდა“, – უპასუხა პესკოვმა და ჟურნალისტი მეტი დეტალისთვის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.