1692302192
გლოვის დღე უკრაინაში - ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარს მიაგნეს

უკრაინაში გლოვის დღეა. ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარს მიაგნეს. ოკუპანტების მასირებულ თავდასხმას გუშინ დედაქალაქში 22 ადამიანი ემსხვერპლა. სოლომენსკის რაიონში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით, დარტყმის შედეგად, 134 ადამიანი დაშავდა.
უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე წეზოლის გაზრდის შესახებ ერთობლივი განცხადება ვერ შეიმუშავეს მსოფლიო ლიდერებმა კანადაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე. მიზეზი აშშ-ია. ვაშინგტონს არ სურდა, განცხადებაში ყოფილიყო რუსეთის შესახებ ზოგიერთი მწვავე შეფასება იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.