Financial Times: ზელენსკი მზად არის, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

ზელენსკი

Financial Times-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. გამოცემა წერს, რომ ეს იქნება კომპრომისი და ზელენსკის მიზანია, თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაარწმუნოს, არ აიძულოს უკრაინა, გადადგას მისთვის მიუღებელი ნაბიჯი, ისეთი, როგორიცაა დონბასიდან უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანა.

თავის მხრივ, New York Times-ი წერს, რომ ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში შეხვედრის წინ ღელავენ. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ვაშინგტონში იმ მიზნით ჩადიან, რომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და სუვერენიტეტის გადარჩენა უზრუნველყონ.

ევროპელი ლიდერები ასევე დაინტერესებულნი არიან, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესმა ტრანსატლანტიკური ალიანსი არ დააზარალოს.