რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ღიაა უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები უსაფრთხოებასა და გარემოებებზეა დამოკიდებული, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
ზელენსკის ამ პასუხს კითხვით უპასუხა ტრამპმა – „შენ ამბობ, რომ ომის დროს არჩევნები ვერ ჩატარდება? აქედან სამ-ნახევარი წლის შემდეგ თუ ჩვენ ომი გვექნება ვინმესთან, არჩევნები არ ჩატარდება? ო, ეს კარგია“,- აღნიშნა ხუმრობით ტრამპმა.