რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა განმარტავს, რატომ აქვთ თანამედროვე ადამიანებს მიცვალებულთა მოხსენიებასთან არასწორი დამოკიდებულება და როგორ გრძნობენ და ხედავენ გარდაცვლილები ცოცხალ ახლობლებს:
გთავაზობთ ამონარიდს მოძღვრის ინტერვიუდან:
გარდაცვლილებს არ აქვთ მატერიალური მოთხოვნილებები, არ სჭირდებათ საკვები. უბრალოდ, ამ ყველაფერს მოწყალების სახე აქვს და ეს აღესრულება ჩვენი მიცვალებულების სულების საოხად, მოსახსენებლად. ის ტრაპეზი, რომელიც ეკლესიაში მსახურებაზე მიგვაქვს, მოხმარდება მღვდელს, ასევე, შეჭირვებულ, უსახსრო ადამიანებს.
ეკლესიის წიაღში ეს ყველაფერი იმიტომ არსებობს, რომ, ჯერ ერთი, ადამიანი ზრუნავს მიცვალებულზე და შემდეგ, საკუთარი მიცვალებულების პატივისცემით, ეხმარება სხვებსაც. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიცვალებულთა მოხსენიების მიმართ არასწორი მიდგომა გვაქვს. არ ვიცით, მათ როგორ შევეწიოთ, როგორ ვილოცოთ მათთვის.
როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ჭირისუფლები მისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, რაც, ძირითადად, მატერიალური შეწევნით გამოიხატება. უკეთებენ დიდ სუფრას, ძვირფას საფლავს, ყველაფერი პომპეზურია. რაც შეეხება მის სულზე ზრუნვას, ეს, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი ხდება.
ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მთელი ცხოვრება თუ არა, 40 დღის განმავლობაში მაინც ახლობლისთვის მხოლოდ პანაშვიდები კი არ უნდა გადავიხადოთ, მოსახსენებლები კი არ უნდა დავაგზავნოთ საკურთხეველში, თავადაც უნდა ვლოცულობდეთ მისთვის. ხშირად ისე ხდება, რომ პანაშვიდზე არ მოდიან ეკლესიაში, მოსახსენებელში ჩამოწერენ გარდაცვლილების სახელებს და მეზობლებს ატანენ: მამაო მოიხსენიებსო. მამაომ შეიძლება, ის მოიხსენიოს, ან არც მოიხსენიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ, თუ შენ გინდა, ამ ადამიანს დაეხმარო, ეს თავად უნდა აღასრულო, თავად უნდა ილოცო მისთვის, რადგან ღმერთი ჩვენგან ელოდება სიყვარულს, გვერდში დგომის მაგალითს. ადამიანი, ამქვეყნიდან გადის, ის ინდივიდი იყო და იმქვეყნადაც ინდივიდად რჩება. მას ხუთივე გრძნობა, რომელიც დედამიწაზე ადამიანად აქცევს, გარდაცვალების შემდეგაც, არა მხოლოდ უნარჩუნდება, არამედ უათმაგდება კიდეც. უფრო უკეთესად ხედავენ ყველაფერს, შეიგრძნობენ. ისინი ისევ ცოცხლები არიან და ყველას ხედავენ. ნათესავებსაც გრძნობენ, შვილებსაც – ყველას, უბრალოდ, ფიზიკური მოთხოვნილებები არ აქვთ. თუ ჩვენ მათზე ისე არ ვზრუნავთ, როგორც საჭიროა, ისინი ამას გრძნობენ, ხედავენ. ამიტომაც მათ სახელზე გაცემული მოწყალება, აღსრულებული ლოცვა პირდაპირ მოქმედებს მათ სულებზე.
ყოველი შაბათი მიცვალებულების დღეა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ ადამიანს სურს, სხვა დღეს გადაუხადოს თავის მიცვალებულს პანაშვიდი, ეს არ უნდა გააკეთოს. როცა ადამიანს ნათესავი, მეუღლე, შვილი გარდაეცვლება, რომელიც უყვარდა, ცდილობს‚ სიყვარულის ის მჭიდრო კავშირი, რომელიც მის მიმართ ცხოვრებაში ჰქონდა, არ დაკარგოს. სულიერი კავშირი მართლაც აშკარაა და ყოველთვის ვგრძნობთ მიცვალებულების მხრიდან და ისინი – ჩვენი მხრიდან. შესაბამისად‚ ეს კავშირი არ უნდა დაიკარგოს და თუ ადამიანი მოახერხებს, რომ გარდაცვალების შემდეგაც თავისი მიცვალებულის მიმართ იგივე ზრუნვა, სიყვარული გამოამჟღავნოს, ამას რა ჯობია.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725