აშშ-ს საელჩო მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე განცხადებას ავრცელებს
1774935371
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.
კითხვაზე, უჭერს თუ არა ნეთანიაჰუ მხარს პუტინს, ზელენსკიმ თქვა, რომ არ იცის.
„ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება. ის თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩვენ გვაქვს ის, რაც მას სჭირდება, მას კი აქვს ის, რაც ჩვენ გვჭირდება... ჩვენ საჰაერო თავდაცვის დიდი დეფიციტი გვაქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ისეთი რამეები, რაც ისრაელს არ გააჩნია და მზად ვართ ამ დიალოგისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.