წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბერლინს ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, უკრაინას Patriot-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს.
პისტორიუსმა მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რადგან, მისი თქმით, გერმანიას ამისთვის მცირე შესაძლებლობები აქვს.
პისტორიუსის მტკიცებით, გერმანიამ უკვე შეიტანა „არაპროპორციულად დიდი წვლილი“ უკრაინისთვის Patriot-ის საკუთარი სისტემების მესამედზე მეტის მიწოდებით.
„მეტი ვერაფერი გაკეთდება, რადგან ჩვენ თვითონ ველოდებით ჩანაცვლებას (ადრე გადაცემული სისტემების),“ -აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.