აშშ-მა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ უკრაინა

აშშ-მა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.  ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხო ნაბიჯია.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ Hawk-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას მიმდინარე და მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში დაეხმარება.