1766497440
ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსეთის არმიამ უკრაინის სამ ოლქში წინ წაიწია
რუსეთის არმიამ უკრაინის სამ ოლქში წინ წაიწია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ანალიტიკურ პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სუმის ოლქში, ხოტინის რაიონში მდებარე სოფელ კონდრატოვკაში, ასევე, ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ვოვჩანსკსა და დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მირნოგრადში.
„მტერმა კონდრატოვკასთან, ვოვჩანსკსა და მირნოგრადთან წინ წაიწია“, – ნათქვამია ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ანგარიშში.
რუსეთის წინსვლის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1766647208











