კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1791829613
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა თითქმის დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის უნარი დაკარგა და მხოლოდ ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებს, აგროვებს რეზერვებს, რომლებიც ჩვენი სარაკეტო ძალების, არტილერიისა და ავიაციის გამანადგურებელ დარტყმებს ექვემდებარებიან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ძლიერი დარტყმა მიაყენეს.