ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
იაპონიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ინდივიდუალური და საექსპორტო სანქციები გააფართოვა, - ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, საექსპორტო სანქციები დაუწესდა 90 ორგანიზაციას. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება 57 რუსი ფიზიკური პირისა და ექვსი ორგანიზაციის აქტივების გაყინვის შესახებ.
„შავ სიაში“, სხვა პირებთან ერთად, შედიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი გრიგორენკო, ხერსონის ოლქის ე.წ. „სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე“ კირილ სტრემუსოვი და ოლიგარქ ალექსეი მორდაშოვის ოჯახი. ასევე „შავ სიაშია“ 45 რუსი სამხედრო მოსამსახურე.