დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

სანქცია ბელარუსს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აწესებს ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სანქციებში შედის 60 მილიონი ფუნტის ღირებულების საქონლის იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვაც.

ეს მოიცავს: რაფინირებული პროდუქციის ექსპორტი, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტების ექსპორტი, ძვირად ღირებული საქონლის ექსპორტი, მათ შორის ბრიტანული ხელოვნებისა და დიზაინერის ჩანთები, ბელარუსული რკინისა და ფოლადის იმპორტი.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ასევე ზღუდავს ბელარუსის წვდომას გაერთიანებული სამეფოს მსოფლიო დონის ფინანსური სერვისების სექტორში - კრძალავს ბელარუსული კომპანიების ვალების და ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ლონდონში.

მთავრობა აღნიშნავს, რომ „ბელარუსის რეჟიმმა აქტიურად შეუწყო ხელი პუტინის შეჭრას უკრაინაში, ნება დართო რუსეთს გამოეყენებინა თავისი ტერიტორია უკრაინასთან ბრძოლისას, საზღვრიდან ჯარები და რაკეტები გაუშვა, რაც რუსულ ავიაციას აძლევდა ფრენის საშუალებას მათ საჰაერო სივრცეში“.