ჟორდან ბარდელა: არ მსურს, რომ აშშ-მა, რუსეთმა ან ჩინეთმა ფრანგი ხალხისა და ევროპის მომავალი გადაწყვიტონ

ჟორდან ბარდელა

საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა ან ჩინეთმა ფრანგი ხალხის და ევროპის მომავალი გადაწყვიტონ.

„არ მსურს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ან ჩინეთმა ხვალ ან ზეგ ფრანგი ხალხის და ევროპის მომავალი განსაზღვრონ. ჩვენ დიდებული ერი ვართ“, - განაცხადა ბარდელამ.