ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო

ჟენევა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრა დახურულია. მასზე მხარეები სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

რუსულ მხარეს მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი. ამერიკული მხარე შეხვედრაზე წარმოდგენილია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფითა და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერით.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების ჩატარების ადგილას იმყოფება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან პაუელი.