ზესაიდუმლო ოპერაცია, 10 საათი მატარებელში და... - გაიშიფრა დეტალები როგორ ჩავიდა ბაიდენი კიევში

ბაიდენი

20 თებერვლის შუადღისას უკრაინაში, კიევის ცენტრში, საჰაერო განგაშის სირენების გამყინავი ხმის აკომპანიმენტით, ორი ქვეყნის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები მშვიდად მიაბიჯებდნენ... - ასე იწყებს სამხედრო ექსპერტი, ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგს, რომელიც კვირის პალიტრის საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც სამხედრო ექსპერტი აღწერს, ჯო ბაიდენის სტუმრობა ერთწლიან ომში მყოფ იმ უკრაინის დედაქალაქ კიევში, რომელიც თითქმის ყოველკვირა იბომბება რუსეთის მიერ, მართლაც, რომ ერთგვარი პირადი გმირობაა აშშ-ის 80 წლის 46-ე პრეზიდენტის მხრიდან...

თუმცა ამერიკის სპეცსამსახურებმა ნამდვილი ზესაიდუმლო ოპერაცია განახორციელეს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კიევში სტუმრობის შესახებ ნაადრევად არავის გაეგო. 

ამასთან, ამერიკულ მასმედიას თეთრი სახლიდან წინა დღეებში აცნობეს, რომ პრეზიდენტი პოლონეთში მხოლოდ 20 თებერვლის საღამოს გაფრინდებოდა... არადა ის უფრო ადრე უკვე კიევის ცენტრში მისეირნობდა...

ოღონდ კიევში პრეზიდენტი ბაიდენი არა მისმა უზარმაზარმა "ბოინგმა" ჩააფრინა, არამედ - მატარებლის ვაგონით იმგზავრა, რომელშიც ის მისმა დაცვამ პოლონეთის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურში მალულად ჩასვა...

გასაგებია, რომ ბაიდენის "ბოინგის" - "ბორტი ნომერი1"-ის ფარულად გადაფრენა კიევის სიახლოვეს, რომელიმე უკრაინულ აეროდრომზე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა და ის საუკეთესო საჰაერო სამიზნე გახდებოდა რუსეთის შორსმოქმედი "მიწა-ჰაერის" საზენიტო და "ჰაერი-ჰაერის" შორსმფრენი მართვადი რაკეტებისთვის და რუსეთიც მოძებნიდა "მყარ არგუმენტს" - ჩვენ რა შუაში ვართ, ეს უკრაინელებმა თავად დასავლეთის მიერ გადაცემული საზენიტო რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს აშშ-ის პირველი პირის თვითმფრინავიო...

განაგრძეთ კითხვა