რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
უკრაინაში კორუფციული სკანდალი გრძელდება. პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა. მან ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, კრავჩენკომ საზღვარი ღამით, სამსახურებრივი მანქანით გადაკვეთა. ოფიციალურ მიზეზად პარიზში მივლინება სახელდება.
ქვეყნის დატოვებამდე, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა. კრავჩენკო სემიონ კრივონოსს დოკუმენტების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებს. პროკურატურის ოფისმა ეს ბრალდება გააუქმა და მას საფუძველმოკლებული უწოდა.
უწყებებს შორის ღია დაპირისპირება კორუფციულ საქმეს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროკურატურაში ჩხრეკა ჩაატარა და კრავჩენკოს მოადგილე დააკავა. გამოძიება გენპროკურორის უწყებას თაღლითური "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში ედავება.