რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი „ქართული სპორტის ქომაგების“ წევრი ნათია კვინტრაძეა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს...“;
„სიტყვებს ვერ ვპოულობ რა უნდა ვთქვა არ ვიცი ძალიან მიყვარდი და მეყვარები ნათი“;
„როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო... ზაფხულის მიწურულს რა ბედნიერი დაფარფატებდა“;
რა სამწუხარო და დაუჯერებელი ამბავია, ნათია. სიცოცხლით სავსე, მხიარული, პოზიტიური გოგოო, ძალიან მენანები სიკვდილისთვის“