ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან გრენლანდიის გარშემო არსებულმა დავამ შესაძლოა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომიდან გადაიტანოს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია“, რადგან გრენლანდიის გარშემო არსებულმა დავამ შესაძლოა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომიდან გადაიტანოს, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse.

„მე მაშფოთებს ფოკუსის ნებისმიერი სახით დაკარგვა სრულმასშტაბური ომის დროს“, - ციტირებენ ჟურნალისტები ზელენსკის სიტყვებს.

„ჩვენ გვაქვს სრულმასშტაბური ომი, გვყავს კონკრეტული აგრესორი და გვყავს კონკრეტული მსხვერპლი“, - განაცხადა ზელენსკიმ და ვაშინგტონს ევროპასთან დიპლომატიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ძალიან, ძალიან მინდა, რომ ამერიკამ მოუსმინოს ევროპას, მართლა მოუსმინოს მას დიპლომატიის ფორმატში. ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდება და მტკიცედ მჯერა, რომ არანაირი სერიოზული მუქარა არ განხორციელდება“, - განაცხადა მან.