ზელენსკიმ არადამაკმაყოფილებლად შეაფასა საჰაერო ძალების მუშაობა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების გაუვნებელყოფის კუთხით

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არადამაკმაყოფილებლად შეაფასა საჰაერო ძალების მუშაობა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების გაუვნებელყოფის კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„საჰაერო ძალების მუშაობა „შაჰედებთან“ დაკავშირებით არადამაკმაყოფილებელია: არსებობს გადამჭერები, ჩართულია დიდი ძალები - მობილური ჯგუფები, არის F-16-ები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ძალების მუშაობის ორგანიზება სხვაგვარი უნდა იყოს.

„ეს სიტუაცია თავდაცვის მინისტრთან ერთად ცალკე განვიხილეთ - დასკვნები იქნება“, - დასძინა მან.