წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770926058
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი საკუთარი პოზიციების და „რესპუბლიკური“ პარტიის გაძლიერებით არის დაინტერესებული, მან ომი ნოემბრამდე, ანუ ამერიკის კონგრესში შუალედური არჩევნების ჩატარებამდე უნდა დაასრულოს. ინფორმაციას გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ტრამპისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება უკრაინაში ომის შეჩერება იქნება. თუ ტრამპი ამას შეძლებს, ის მსოფლიოში პირველი მშვიდობისმყოფელი იქნება.
უკრაინის ლიდერს განცხადებით, ტრამპს სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ადამიანები აღარ კვდებოდნენ. ომის შეჩერება ტრამპისთვის პოლიტიკური გამარჯვება იქნებოდა.