ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ Sky News-ს განუცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უახლოეს ხუთ წელიწადში ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დაესხას.
მისი თქმით, მოსკოვი ამ ეტაპზე იერიშისთვის მზად არ არის, თუმცა მომავალში ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მან ალიანსის სიმტკიცის გამოცდის მიზნით გადადგას.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ახლა რუსული აგრესიის შემაკავებელი უკრაინაა, თუმცა მომავალში შეიძლება დასავლეთი ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს.
უკრაინის ლიდერმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, თავდაცვისთვის ხარჯის გაზრდისკენ მოუწოდა, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტნიორების დახმარების გარეშე, უკრაინა კონტრიერიშებს ვერ განახორციელებს.