ზელენსკი: რუსეთი მორიგი მასირებული დარტყმისთვის ემზადება

უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური იერიშის მისატანად ემზადება.

უკრაინის ლიდერის თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტები, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ქალაქების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები იქნება. აღსანიშნავია, რომ წარსულში ზელენსკიმ, უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, მსგავსი თავდასხმები არაერთხელ ზუსტად იწინასწარმეტყველა.

„სამწუხაროდ, რუსები უკვე ასრულებენ მზადებას ახალი მასირებული დარტყმისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში საკოორდინაციო თათბირის შემდეგ.

მოსკოვი ყოველ ზამთარს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, თუმცა წელს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის ფონზე, ამ თავდასხმების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ უფრო გაზრდილია.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, კერძოდ კი Patriot-ისა და NASAMS-ის რაკეტების შესაძლო მოწოდებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ელოდება.

✕