20 და 21 მარტს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1773949407
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება.
ზელენსკის თქმით, მხარეები განიხილავენ ყველა საკითხს, მათ შორის სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას.
„ჩვენ გვინდა მკაფიო თარიღები, სულ მცირე, დაახლოებითი. ყველას გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ამ თარიღის ცვლილებაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამმხრივი შეხვედრა გადაიდო. ჩვენ გვსურს მეტი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დროებით მოხსნის გამო ამერიკულ მხარესთან მჭიდრო დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
„ეს ყველაფერი ჩვენთვის რისკებს წარმოადგენს, ეს რუსეთისთვის მეტ ფულს ნიშნავს და შემდეგ ფრონტზე მათი შესაძლებლობების ზრდას. ეს სახიფათოა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.