ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩაატაროს

ზელენსკი

უკრაინამ შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩაატაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების დასამტკიცებლად ორ ვარიანტზე ისაუბრა. მისივე თქმით, პირველი ეს არის სამშვიდობო შეთანხმების პარლამენტში რატიფიკაციისთვის წარდგენა, ხოლო მეორე საყოველთაო რეფერენდუმი, რომელთან ერთადაც საყოველთაო არჩევნების ჩატარებაც შესაძლოა გადაწყდეს.

„უკრაინა ამ შეთანხმებას რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგენს, ან „დიახ“, ან „არა“ ფორმატით საყოველთაო რეფერენდუმს ჩაატარებს. უკრაინამ შესაძლოა, რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარებაც გადაწყვიტოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ შეთანხმება სრულად იქნება რატიფიცირებული ან რეფერენდუმით დამტკიცებული.