1768588587
ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი, თუ შეთანხმება მანამდე იქნება მიღწეული.
მისივე თქმით, შეთანხმება, შესაძლოა, შვეიცარიის ქალაქ დავოსში დამტკიცდეს, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის დონალდ ტრამპი, შეიკრიბებიან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ვადაზე მეტხანს გაგრძელდება.











