როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ თავიდან აიცილოთ უიღბლობა
1768594851
ეს ისტორია მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო პრესის ყურადღებას იპყრობდა.
1968 წლის დეკემბერში ბარბარა ჯეინ მაკლი გაიტაცეს. 17 დეკემბრის ღამეს კარზე გერი კრისტმა დააკაკუნა. მას პოლიციის ფორმა ეცვა და განაცხადა, რომ ბარბარა მაკლის ახლო მეგობარი და მომავალი ქმარი, სტიუარტ ვუდვორდი, ავარიაში მოყვა. მამაკაცს თან თავისი მეგობარი ახლდა. შიგნით შესვლისთანავე ისინი დედა-შვილს თავს დაესხნენ. ქალბატონ მაკლს საძილე საშუალება გაუკეთეს, ბარბარა კი იარაღის მუქარით დააკავეს და მანქანაში ჩასვეს.
ბარბარა არც გაუკოჭავთ და არც სარდაფში ჩაუყვანიათ. ახალგაზრდა გოგონა ცოცხლად დამარხეს. ოჯახს კი წერილი გაუგზავნეს, სადაც დიდ გამოსასყიდს ითხოვდნენ. იქამდე, სანამ ბარბარას ცოცხლად დამარხავდნენ, გერი კრისტმა სპეციალური კუბო შექმნა. ეს სრულად დახურული სივრცე არ ყოფილა. გოგონა მიწისქვეშ მოათავსეს, თუმცა, ყუთში ჰაერის პატარა მილები დაამონტაჟეს, რომლებიც მიწის ზედაპირზე იყო ამოშვერილი და ბარბარას სუნთქვის საშუალებას აძლევდა.
სანამ მიწას დააყრიდნენ, გოგონას ფოტო გადაუღეს და მშობლებს გაუგზავნეს.

საფლავი, სადაც ბარბარა მაკლმა 83 საათი გაატარა
19 დეკემბრის დილით ადრე, დამნაშავეებმა გაამხილეს ადგილი, სადაც ბარბარას მამა ნაღდ ფულს დატოვებდა.
ქალიშვილის ადგილსამყოფელზე ფულის გაცვლის პირველი მცდელობა ჩაიშალა: პოლიციის მანქანამ გაიარა და გამტაცებლები გაიქცნენ. თუმცა, FBI-მ იმის დადგენა მაინც მოახერხა, რომ მანქანა ჯორჯ დიკონის სახელზე იყო გაფორმებული. მეორე მცდელობის შემდეგ, ბარბარა მაკლის ოჯახმა ფული დატოვა, მაგრამ გამტაცებლებისგან ქალიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
საბედნიეროდ, პოლიციამ ჯორჯ დიკონის პოვნა მოახერხა. საბოლოოდ, გოგონამ 83 საათი მიწის ქვეშ გაატარა. ისინი ბარბარას ადგილსამყოფელს მაინც არ ამხელდნენ.
"ვყვიროდი და ვმღეროდი", - წერდა ბარბარა მაკლი თავის წიგნში "გათენებამდე 83 საათი".

"აღარაფერი მესმოდა, მაგრამ ყვირილს მაინც ვაგრძელებდი. ერთხელ ვუთხარი ჩემს თავს: "აქ მოვკვდები". სამჯერ ან ოთხჯერ სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი ჩემს კუბოდ იქცეოდა. წარმოვიდგინე, ვინ მიპოვიდა და როდის. იქნებ ფერმერი ან მშენებელი ყოფილიყო. როდის იქნებოდა ეს? ათი წელი? ოცი? გაყინული ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა. ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა." - იხსენებს ბარბარა.

FBI-ის ასობით აგენტი ტერიტორიას ათვალიერებდა, სანამ საბოლოოდ არ გამოჩნდა გოგონა, რომელიც შემთხვევით წააწყდა ბორცვს, საიდანაც მილი ამოდიოდა და უფროსებს აცნობა. ბარბარა დაღლილი იყო, მაგრამ უვნებელი.
მამაკაცს დანაშაულისთვის 10 წელი მიუსაჯეს. მან სასჯელი მოიხადა, ციხიდან გამოვიდა და ექიმი გახდა. ბარბარა მაკლი დაოჯახდა, ოთხი შვილი შეეძინა, ფლორიდაში დასახლდა და გადატანილ ტრაგედიაზე წიგნიც დაწერა.
