ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
Wednesday ეკრანებზე ოფიციალურად ბრუნდება - მეორე სეზონის პირველი ნაწილი ნეტფლიქსზე 6 აგვისტოს გამოვა, მეორე ნაწილი კი - 3 სექტემბერს.
როგორც ნეტფლიქსი იუწყება, მეორე სეზონში მოქმედება კვლავ "ნევერმორის" გოთიკურ კედლებში განვითარდება, უენსდეის კი, რომლის როლსაც ჯენა ორტეგა ასრულებს, ახალი მტრები, ტანჯვა, და მისტიკა ელის.
„ამ სეზონში უენსდეის ისტორია უფრო ბნელი და კომპლექსურია - ის ცდილობს გაუმკლავდეს ოჯახს, მეგობრებს, ახალ საიდუმლოებებსა და ძველ მტრებს, რომლებიც ნევერმორის ახალი სასწავლო წლის განმავლობაში იჩენენ თავს," - ამბობენ შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები, ალფრედ გაუ და მაილს მილარი გამოცემა Tudum-თან.
თავად უენსდეი, თავისი მახვილი ენითა და შავი იუმორით, ჩაეფლობა ახალ, ზებუნებრივ საიდუმლოში. მაყურებელი კვლავ იხილავს ძველ, კარგად ნაცნობ სახეებს - ადამსების ოჯახის წევრებს, მათ შორის მორტიციას, გომესსა და პაგსლის, რომლებიც ამ სეზონში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
გარდა ამისა, შოუს ახალი, საინტერესო პერსონაჟები შეემატებიან, რომელთაც ცნობილი ვარსკვლავები განასახიერებენ.
მათ შორისაა სტივ ბუშემი, რომელიც თამაშობს ნევერმორის ახალი დირექტორის, ბარი დორტის როლს.
„ყოველთვის ვგიჟდებოდი ადამსების ფილმებზე, სერიალზე... და Wednesday-ს დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ასე რომ ძალიან გამიხარდა, რომ ამ როლზე დამიკავშირდნენ," - ამბობს ბუშემი Tudum-თან. "ბარი დორტი ოდნავ იდუმალი ფიგურაა. მასში რაღაც აშკარად საეჭვოა, მაგრამ სკოლა ნამდვილად უყვარს და ნამდვილი აუტსაიდერის სიამაყით ცხოვრობს."
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, Wednesday-ის მეორე სეზონში ლედი გაგასაც ვიხილავთ.