ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ხედავს, რომ რუსეთისგან არ ყოფილა მშვიდობისკენ ნაბიჯი, სწორედ ამიტომ არის საჭირო სანქციები, ზეწოლა, ძალა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესებისკენ. ამის შესახებ მან ყოვედლღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

„რუსეთი კვლავ განაგრძობს სიცოცხლის წართმევას. არც ვადები, არც მოლოდინები არ მუშაობს მათზე. მათ არ სურთ მკვლელობების შეწყვეტა. ერთადერთი, რასაც ცდილობენ, არის უკრაინის განადგურება. ჩვენ მკაფიოდ ვიაზრებთ საფრთხეებს. ყველა ჩვენს პარტნიორს ასევე მკაფიოდ ესმის საფრთხეები. ყველა ხედავს, რომ რუსეთისგან არ ყოფილა მშვიდობისკენ ნაბიჯი. სწორედ ამიტომ არის საჭირო სანქციები, საჭიროა ზეწოლა, საჭიროა ძალა. უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ძალა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძალა, რომლებსაც სურთ მშვიდობა და სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთს არ სურს ომის შეწყვეტა, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.