შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ განაცხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს იქამდე, ვიდრე „დრუჟბის“ მილსადენით უნგრეთში ნავთობის მიწოდება აღდგება.
„უკრაინა ნავთობს ვიდრე არ მოგვაწვდის, ისინი უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებენ. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შევინარჩუნებთ ბენზინის – დაცულ და გაზის შემცირებულ ფასებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენს განზრახ ბლოკავს.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით იცავს თავს „უკრაინის შანტაჟისგან“ და, მისი პოლიტიკის წყალობით, „უნგრელები ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაზე დაბალ ფასებს იხდიან“.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, ნავთობსადენ „დრუჟბით“ 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარის განცხადებით, მილსადენი რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა, უნგრეთი კი აცხადებს, რომ კიევმა ის გამიზნულად დააზიანა.