ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში X მიმდინარე კვირასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა და ევროპას ამ მხრივ ამერიკის ძალისხმევის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან. ევროპა ისტორიული შესაძლებლობის ზღურბლზე დგას, რადგან ომი, რომლის დასრულებაც ჩვენ, ევროპელებმა, ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, შესაძლოა, მალე ამერიკელებმა დაასრულონ. ჩვენ მხოლოდ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ. სამწუხაროდ, ნიშნები საპირისპირო მიმართულებით მიუთითებს.
ევროპას ომის გაგრძელება და მისი გაფართოებაც კი სურს. მას სურს შეინარჩუნოს ის რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და გააფართოოს ეკონომიკურ ფრონტზე გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციით. ეს ნაბიჯი ომის ღია გამოცხადების ტოლფასია, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
უნგრეთს პოზიციის შეცვლის მიზეზი არ აქვს. ეს ომი ბრძოლის ველზე ვერ დასრულდება და თუკი გამოსავალი ფრონტზე ვერ მოიძებნება, მაშინ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკეთებს - მოლაპარაკებები გავმართოთ. ამიტომ არ უჭერს უნგრეთი მხარს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას, არ აგზავნის არც ფულს და არც იარაღს უკრაინაში და არ მონაწილეობს ომის მიზნებისთვის განკუთვნილ ევროკავშირის არცერთ სესხში.
შეიკარით უსაფრთხოების ღვედები. რთული კვირა იქნება“, - წერს ორბანი.